მარკეტინგი მოგებაზე ორიენტირებული პროფესიონალური აქტივობების ერთობლიობაა, ურთიერთმარგი და ყველა ჩართული მხარისთვის მომგებიანი  კავშირის დამყარებაა.

მარკეტინგი გულისხმობს მომხმარებლების, კლიენტების, პარტნიორებისა და ზოგადად საზოგადოებისთვის ღირებული შეთავაზებების შექმნას. ეს არის თეორია, კრეატივი, მათემატიკა და შემოქმედება ერთად. ეს ერთობა  „პროდუქტს“ ცვლის უკეთესობისკენ და მისი ღირებულებების წარმოჩენას ემსახურება.

მარკეტინგი მიმართულია  საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ. სწორედ საჭიროებების და მოთხოვნილებების მრავალფეროვნება განაპირობებს მარკეტინგული მიმართულებების  – ტიპების და სახეობების  სიმრავლეს.  სტრატეგიული, ნეირო, ჯვარედინი, პარტიზანული, სამომხმარებლო, სამრეწველო, მომსახურების, შემოქმედებითი,   კონვერსიული, წინააღმდეგობრივი, შენარჩუნებითი ………..მარკეტინგი, რემარკეტინგი, დემარკეტინგი და აშ.

აფი გთავაზობთ სრულ მარკეტინგულ მომსახურებას. საჭიროების მიხედვით შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც სრული, ისე ინტეგრირებული  ან ცალკეული სერვისით. 

ასევე , გთავაზობთ  მარკეტინგული მომსახურების ყველა  ფორმას: კონსულტაცია, დაგეგმარება, მართვა, ანგარიშგება, ტრენინგი, კვლევა/გამოკითხვა.

„მოუსმინეთ მომხმარებელს  და სასწაულის წარმოებასაც შეძლებთ ! “