,,უკანასკნელი დოლარი პიარში “-ბილ გეიტსი

 PR – ეს ტელევიზორში გამოჩენა არაა!!!

უკანასკნელი დოლარი რომ მქონდეს მას  პიარისთვის (საზოგადოებასთან ურთიერთობა) დავხარჯავდი! – ეს ბილ გეიტსმა თქვა ! კიდევ რა თქვა და გააკეთა უჩემოდაც იცით, იცით იმიტომ რომ მან საზოგადოებასთან ურთიერთობა კარგად ააწყო. სასარგებლო საქმე გააკეთა და მოიტანა ჩვენამდე. ჰო, და „მილიარდებიც“ გააკეთა.   ჩვენებურად   რომ ვთქვათ  კარგმა მთქმელმა კარგი გამგონი იპოვა. საზოგადოებამ ის აღიარა.  

       მცდარია – „ყველაფრის პიარი არ შეიძლება“, სწორია – „ყველაფერს უნდა ქონდეს პიარი“. „პიარი“ – აბრევიატურაა – PR, რაც გულისხმობს Public Relations-ს ქართულად ითარგმნება, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობა. ეს არაა „ტელევიზორში გამოჩენა“ /ან პოპულარობა – როგორც  ბევრს გონია სამწუხაროდ.

              საზოგადოებასთან ყველა უნდა ურთიერთობდეს. არჩევანი როგორც ყველაფერში აქაც თავისუფალია. თუმცა, ის რომ ჩვენ, ჩვენი პროდუქტები, მოხმარების საგნები, ყველა ყველაფერთან ერთობლიობაში საერთო საზოგადო ცხოვრებას ვქმნით უდავოა. მიუხედავად იმისა, რომ  სამყარო საყოველთაო ტოლერანტობისთვის იბრძვის დღეს, რეალურად საზოგადოება მაინც არის დაყოფილი გარკვეული ნიშნებით ჯგუფებად, სოციუმებად. 

        საზოგადოებასთან ურთიერთობა სრულიად რომ არ უწევდეს ასეთი ადამიანები არ არსებობენ, ან თუ ძალიან ზედაპირულები  ვიქნებით, ვთქვათ რომ თითქმის არ არსებობენ. ასეთი ურთიერთობის (ნაწილობრივ) არმქონეებად  შეიძლება ჩავთვალოთ ასკეტები, ან/და ის ადამიანები ვისი ურთიერთობაც,  თავად ფართო საზოგადოებისთვის არის საშიში და დროებით იზოლირებული არიან. თუმცა ესეც ზერელე დაყოფაა, ასეთი ხალხის სია დიდი არ არის და მათი მდგომარეობაც გულისხმობს კავშირს  საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებთან,  ან წინასწარ ნებით თუ იძულებით, დროსა და სივრცეში   განსაზღვრულ პოზიციონირებას სოციუმების მიმართ. განცალკევებაც თავისებური დამოკიდებულებაა საზოგადოების მიმართ. ეს მხოლოდ დროებითი და სპეციფიური შემთხვევებია, დანარჩენი ყველა და ყველაფერი არსებობს, არის, ცხოვრობს საზოგადოებაში აქტიურად.  მოკლედ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, გარკვეული დოზით   ყველგან არის კიდეც  და საჭიროცაა.

         სწორედ ადამიანებს შორის ურთიერთობით იწყება ყველაფერი ჩვენ სამყაროში, აი პროფესიონალური საზოგადოებასთან ურთიერთობით/პიარით კი წარმატება.  და მაშინ რატომ გვესმის ხშირად –  „ყველაფრის პიარი არ შეიძლება“… , „ ამდენი პიარი რა უბედურებაა“… ??? ამ ფრაზებს ისინი ამბობენ, ვისაც უბრალოდ ეშლება, ერთმანეთში ერევა პიარი, საზოგადოებასთან ურთიერთობა  და პოპულარობა, ასევე  მაგალითად ტელევიზორის ეკრანზე, სოც ქსელებში და აშ…  გადამეტებითი,  ან უბრალოდ მაღალი სიხშირით  გამოჩენა.

        „ და    ეს  „შავი პიარი“  რაღაა ? ’’-  ეს ის შემთხვევაა,  როცა გარკვეული პირი ან ჯგუფი   საზოგადოებასთან ურთიერთობას განგებ აფერხებს,  უარესი – აფუჭებს და ყველაზე სავალალო უფუჭებს მას სხვას მისი ნების საწინააღმდეგოდ. რა თქმა უნდა  „შავი პიარის“ სპეციალობა არ არსებობს. ეს დაახლოებით ისეა ექიმმა რომ ძალიან კარგი წამალი საწინააღმდეგო დანიშნულებით მიზანმიმართულად გამოიყენოს და პაციენტი დააზარალოს. ამით მოწინააღმდეგე მოიშოროს ან უბრალოდ ფული იშოვოს.

      თუ ჩვეულებრივ,  საზოგადოების ნებისმიერი წევრის ცხოვრებაში პიარის ელემენტები არის და ისინი პერსონის  ხასიათის, ეტიკეტის, უნარ-ჩვევების და განათლების დონის მიხედვით მეტი ან ნაკლებია, იმ შემთხვევაში როცა   საზოგადოებასთან ურთიერთობა სპეციალობა და სამსახურია ის უკვე გათვლილი, დაგეგმილი,  მიზანმიმართულია და  პროფესიულ ცოდნას ეყრდნობა. მას თავისი მკვეთრი ნიშან-თვისებები და სტრუქტურაც აქვს,  კრიტიკულია, მეცნიერებაცაა და ხელოვნებაც. ფორმულებიც და კრეატივიც.  

               პიარისადმი ზერელე და ხშირად არასწორი დამოკიდებულება თვითმარქვიების „დამსახურებაა“. ეს ის ადამიანები არიან,  ვისაც პიარი როგორც ზემოთ ავღნიშნე პოპულარობა გონია,    ოღონდ სხვა მსგავსი მცდარი შეხედულებების მქონე პირებისგან განსხვავებით , იმის პრეტენზიაც აქვთ, რომ ამის კეთება შეუძლია, სინამდვილეში თავს და დამკვეთს ატყუებს და  თუ რამეს აკეთებს ეს დაუმსახურებელი ფულია. დღეს სამწუხაროდ ტენდენციად იქცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების ასეთი  პირებისთვის ჩაბარება, ანუ მათთვის,  ვინც უბრალოდ საზოგადოებრივად აქტიური, ცნობადი სახეა და სინამდვილეში ამ სამსახურის არაფერი გაეგება, უბრალოდ არ უსწავლია.  კიდევ უფრო  მარტივად რომ ვთქვათ პოპულარული პიროვნებები, რომლებიც პიარს როგორც სპეციალობას არ ფლობენ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს ხელმძღვანელობენ, არაპროფესიონალები არიან და საქმეს მხოლოდ აზარალებენ. მოკლედ, ის რომ კარგი მსახიობი ხარ,  ან კარგი ლექსები დაწერე და ამით პოპულარული გახდი არ ნიშნავს რომ ვინმეს ან რამის   საზოგადოებასთან ურთიერთობის რეგულირებას შეძლებ.  მას სტრატეგიულ დონეზე განსაზღვრავ და განახორციელებ.    

               ხშირად ჟურნალისტიკას და ჟურნალისტსაც ურევენ პიართან და „პიარშიკთან“. ეს პიარის ერთერთი კომპონენტის მედიასთან ურთიერთობიდან მოდის. პრესსამსახურში ხშირად მუშაობენ ჟურნალისტები და ეს სტრატეგია, როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს ძალიან ამართლებს. ამ ადამიანებს „ბარიკადის“ მეორე მხარის დგომის გამოცდილება აქვთ, რაც ეხმარებათ ურთიერთობის რეგულირებაში. თუმცა პრესსამსახური ანუ მედიასთან ურთიერთობის სამსახური არ ნიშნავს პიარს.   მედიასთან ურთიერთობა  გაცილებით უფრო ვიწრო სფეროა, ერთერთი ქვეკომპონენტი საზოგადოებასთან ურთიერთობის.

         

       ადამიანი ან საზოგადოება არის და უნდა იყოს ყველასთვის, ყველაფერში ამოსავალი წერტილი. ადამიანების თანაცხოვრება და ურთიერთობა ქმნის საზოგადოებას. ცალკეული პიროვნების, კომპანიის, ჯგუფის თუ სახელმწიფო სტრუქტურის საზოგადოებასთან ურთიერთობა კი იმდენადაა წარმატებული, რამდენადაც სწორად დაგეგმილი და განხორციელებული.

           ურთიერთობა ორმხრივ (ან მეტ) კავშირს, დამოკიდებულებას და ინტერესებს გულისხმობს. როდესაც პიარის სპეციალობით მუშაობ უნდა იცოდე რომ შენი ამოსავალი წერტილი ორივე მხარე ერთნაირადაა.

         წარმატება ერთის მხრივ დამქირავლებისგან პროფესიონალის არჩევასა და მისდამი ნდობაშია, მეორე მხრივ ამ ნდობის გამართლებაში. დამქირავებელმა თანამშრომლობის გადაწყვეტილებამდე  უნდა იცოდეს რა დროში და რა პიარ პარამეტრებით განვითარდება. პროფესიონალ პიარს ყოველთვის აქვს მისი საქმის „საგარანტიო ფურცელი“ , ამიტომ თქვენი როგორც ბილ გეიტსი იტყოდა „უკანასკნელი დოლარი“ თამამად, გარანტიის ფურცლის საფუძველზე  უნდა ჩადოთ პიარში. მეტი პროფესიონალური ურთიერთობა მეტი წარმატებაა.

.