რეკლამა – ინტერესის გაღვივების და ყურადღების მიპყრობის ხელოვნება და ტექნოლგიაა. მისი მთავარი ამოცანა  „მომხმარებლისთვის“  შეტყობინების გაგზავნაა. რეკლამა გულისხმობს ფასიან კომუნიკაციას,  ორგანიზაციის, პროდუქტის, მომსახურების, იდეის ან მოვლენის პოპულარიზაციისთვის. ყველა ის საშუალება  რაც ამ მიზანს ემსახურება  რეკლამაა. შესაბამისად მას ძალიან ბევრი სახეობა აქვს.

დამზადების გარდა რეკლამის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია მისი განთავსების პრინციპი და მეთოდოლოგია. ასევე მარკენტინგულ გეგმაში „პროდუქტის“ რეკლამირების სტრატეგიის შექმნა და ფორმების სწორედ შერჩევა. წამგებიანი რეკლამა არ არსებობს. თუ აქტივობას მაღალი ამონაგები არ აქვს,  ის რეკლამა არაა.

„აფი“ გთავაზობთ ყველა სახის სარეკლამო მომსახურებას: გარე რეკლამა ( წარმოება, დამზადება, განთავსება); ციფრული რეკლამა,  მათ შორის ვიდეო, ფოტო, გრაფიკული  –  სატელევიზიო, კინო და  ინტერნეტმატარებლების რეკლამების დამზადება და განთავსება; ბეჭდური და საპრომოციო ( ბრენდირებული პროდუქცია) და  აშ…  სხვადასხვა სარეკლამო მიმართულებებით ჩვენ მიერ დაგროვილი წარმატების გამოცდილება შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ პორთფოლიოში და რაც მთავარია ჩვენ მომხმარებლებთან.