ზელენსკის ფაქტორი

    საკომუნიკაციო სტრატეგიაზე  რომლითაც ახლა  უკრაინა  მოქმედებს მალე  ვრცლად დაიწერება. დაწერენ ექსპერეტები, დაიწერება წიგნებში. მომავლის,  მაგრამ ეს უკვე მოცემულობაა, რადგან   დღეს მსოფლიოს  ახალი „მაღვიძარა ყავს“ – უკრაინა, მისი ხალხი და პრეზიდენი ზელენსკი.  

მე ახლა ზელენსკის ფაქტორზე და მისი საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიის რამდენიმე ფაქტორზე  შევჩერდები მხოლოდ, ამაზე დაფიქრება ღირს. საბოლოო დასკვნები ნაადრევია.    დიახ,  ის ბიოგრაფიის ერთი ნაწილით  კომიკია, კომენდიანტი თანაც კონკურსების „კავეენის“ სადაც გამარჯვებას მაყურებლის  და ჟიურის მხარდაჭერა წყვეტს. „ზელე“ ის ბიჭია,  ვინც   ტაშის ფასი იცის,  ანუ მასის, ანუ მაყურებლის, ანუ საზოგადოების. იცის რომ თუ ემოციას არ გამოიწვევ ტაშს ვერ მიიღებ,   ვერც  გაიმარჯვებ!  –    პირველი კარიერული  გაკვეთილი კარგად ისწავლა  ფაქტია.

     ჰო, ეს „კავეენის“ კომიკოსობა  თან გუნდური საქმეა. ასეთია – გუნდური,   ომის მართვის სურათიც,  მისი დაწყებიდან მეხუთე დღეს, დღეს (როცა ამას ვწერ)!

    ის სახალხოა, საზოგადო ტიპაჟია-ღია,  პრეზიდენტს  ბრძოლიდან ბრძოლამდე გამოსვლებისას აქვს ინფორმაცია,  რომ  თავშესაფრად ქცეულ მეტროში ბავშვი გაჩნდა,  სად მცალია მაგისთვისო  არ ეუბნება გუნდის წევრებს (როგორც ბევრი იზამდა), ისმენს ხალხის ამბებს, ისმენს რა უხარიათ რას იწონებენ, სულ ისმენს ….  და საჯაროდ ამხნევებს მათ.  როცა მსოფლიო პოლიტიკურ, მკაცრ პროტოკოლში მოქცეულ  განცხადებას ელოდება,  ამბობს რომ ის ქვეყანა სადაც ასეთ ვითარებაში ახალი სიცოცხლე ჩნდება არ დამარცხდება! ეს ბავშვი იგებს ომს ??? დიახ, რადგან ის და სხვები თავშესაფარში,  გარეთ მებძოლების ოჯახებია,  და ქვეყანა,    ერი მხოლოდ ერთად არიან. მთავარია,   ეს ახლაც ომშიც ახსოვს  პრეზიდენტს, ის კავშირზეა ყველასთან   … მოკლედ სიცოცხლის მუხტი და შემართება  გაცვლილია!

ის მუშაობს! შეიარეღებული, ცეცხლიანი ომი, ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ომიცაა!

თუ ვინმესთვის არ ცალია,  და ამას საჯარად ამბობს,  ეს იმ  ქვეყნების ჩინოვნიკებია  ვინც მისი ქვეყნის დასახმარებლად   ვერ მოიცალა – ბოდიში აქ ომია,    არ მეცალა თქვნთვის – ერთის მხრივ ასე პასუხობს პოლიტიკურ უყურადღებობას  და მეორე მხრივ, ამით უკრაინელ ხალხს უდასტურებს რომ ისინი არიან მთავარი ! მისი მთავარი იმედი ომშიც და მათი  ერთად ყოფნაა გადამწყვეტი!

 და ისევ  ზიარდება/იცვლება  ემოციები,  ისინიც,   უკრაინელებიც უდასტურებენ, რომ დიახ  არიან მთავარი – ერთიანდებიან და იბრძვიან!

ურთიერთობა  საომართან ერთად ემოციურ ველზეცაა,  უწყვეტად!

ამ ომის კომუნიკაციის სტრატეგიით ყველას აქვს  შანსი ჩართულობის და გმირობის, მათთვის სამოქმედო სტრატეგია გაწერილია, ის მეტისმეტად სახალხო და მარტივად გასაგებია.  ჰოდა ეფექტიც ასეთია – საერთო საქმეში  ერთვებიან „ბომჟებიც“, „მოლოტოვის კოქტეილებს“ ამზადებენ, რომლითაც  თავს იცავს  მოსახელობა ქალაქებში შესული ტანკიანი დივერსანტებისგან! მათთვის მთავრობა წერს ინსტრუქციას – დიახ,  მთავრობა ასწავლის ხალხს როგორ უნდა ისროლოს „მოლოტოვის კოქტეილი ეფექტურად“.  

ყველას,  ყველას აქვს მთელი  ქვეყნის გადარჩენისთვის როლი! – და სხვა არაფრის დრო !

როლიიი…. , ჰო როლზე გამახსენდა ყოფილი მსახიობია   პრეზიდენტი. თუ ჯერ კიდევ არ იცის ვნმემ,  მის სამსახიობო კარიერაში ერთერთი წარმატებული სწორედ პრეზიდენტის როლი იყო –  სერიალში „ხალხის მსახური“. იქ მასწავლებელი ვირუსული ვიდეოს წყალობით გახდა პრეზიდენტი და ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად კორუფციას  ბრძოლა გამოუცხადა.

იქნებ ეს როლი აქცია რეალობად ზელენსკიმ, იქნებ ექცა ….. მთავარია მოირგო!

ფაქტია,  ახლა რეალობაა და თან დიდი გამოწვევებით. აქვე,  მისი ამბებიდან,  სწორად ისე, როგორც სერიალს ერქვა  მის პარტიას „ ხალხის მსახური„ დაარქვა და საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია უმეტესად ვირტუალურად ჩაატარა! არჩევნებზე მეორე ტური გახდა საჭირო, იქ კი დამაჯერებლად 73,23% მოუგო პეტრო პოროშენკოს. მის დაპირებებს შორის ერთერთი –  მხოლოდ ერთი ვადით პრეზიდენტობა იყო.

მოკლე დროში ეფექტურობის პირობაა ეს ! – და იმუშავა! საზოგადოებას უკეთესობა ყოვეთვის უნდა – დღეს!

მაშინ ხალხს უთხრა რომ ყოველი მათგანი იქნებოდა პრეზიდენტი, რადგან ეს ქვეყანა – უკრაინა,  ყოველი მისი მოქალაქისაა. დღეს ეს დაპირება გაახსენა და უთხრა რომ პრეზიდენტი ახლა რიგითი მეომარია, ყოველი უკრაინელი კი  რიგითი მეომარი პრეზიდენტია! – გათანაბრება ყოველთვის მუშაობს!- სტიმულია!   

 უკვე გითხარით რომ როლშიც და ცხოვრებაშიც საარჩევნო   კამპანიებში  ვირტუალურ აქტივობებს დაეყდრნო, ამით  ზოგადად  ამ  „ფრონტის“   მნიშვნელობასაც  გაუსვა ხაზი,  მასაც მისცა  როლი, გუნდური მოთამაშეა ხომ გ ახსოვთ?!  იურთიერთა,  გაუზიარა  გამარჯვების ემოციები და დაიბრუნა კიდეც!  ამ ომში სხვა ბევრ რუსულ მითთან ერთად , რუსული კიბერ უძლეველობის მითიც დაიმსხვრა, თითქმის   არავინ იცის ვინაა  „კიბერ სიხარულის“ – „ანონიმოუსის“ მიღმა, მაგრამ მაინც ყველას „ქრაშია“,  ადრე საშიში  ახლა საჭირო და სასარგებლოა,  მათავარია  ისიც ომის ველზეა როგორც ყველა,  ემოციური და საინფორმაციო ომისაც, და მასაც აქვს როლი.  

მოკლედ  ვირტუალური ურთიერთობაც   აქტიურია „ზელესთან“,  ჰო ისე   პრეზიდენტი პროფესორ ალექსანდრე ზელენსკის ბიჭია J ის კი კრივოი-როგის ეკონომიკის ინსტიტუტის კიბერნეტიკისა და კომპიუტერული ტექნიკის ნაწილის ხელმძღვანელია.   

 ამ ბიჭთან, ბატონ პრეზიდენტთან ვირტუალურ პირდაპირ  კავშირზეა მსოფლიო ხალხი, ხალხი რომელიც ციფრულ სამყაროს ბოლო ორ წელიწადში პანდემიამ ისედაც საოცრად მიაჯაჭვა. როცა დასავლეთიდან დახმარების მიღება გაუჭირდა საკუთარ ხალხთან  კომუნიკაციის სტრატეგია,  მსოფლიო ხალხის  მასშტაბზე გაზარდა. მათ შორის ჩვენ ქართველებს, რიგით მოქალაქეებს გვითხრა მადლობა, იმისთვის რომ მთავრობას არ ვგავართ და  ვდგევართ  უკრაინის გვერდით, მსოფლიო მშვიდობის მხარდასაჭერად. აბა როგორ დაუკარგავს ხალხი  ომში მყოფს ამ მადლიერებას. ან იმას,  რომ მსოფლიოს, რომელიც ახლა მას უყურებს მუდმივ რეჟიმში,  აჩვენა როგორია რიგითი ქართველი, უკრაინის მეგობარი! აქეთ დაეხმარა სირცხვილის ჩამორეცხვაში…  და შემართება გაიზარდა, ახლა ამ წუთას უკრაინის საელჩოში ქართველები მოხალიესეებად ეწერებიან და უკრაინაში მსოფლიო მშვიდობის დასაცავად მიდიან!

მოკლედ,  ასე მოახერხა და ჩვენთანაც  იურთიერთა, ქართველ ხალხთან.

მას მერე ბევრი ქვეყნის და ქალაქის მოსახლეობას ჰქონდა უკრაინის მხარდამჭერი აქციები, ყველა ქვეყნის მოქალაქე საერთო სამშვიდობო აქციების ჯაჭვში ჩაერთო. ბევრგან  თანადგომის დაფიქსირება უბრალო  მოქალაქეებმა დაასწრეს მთავრობებს. მეტიც მოთხოვეს უკრაინის თანადგომა.

აი ესაა ზელენსკის ფაქტორი, თუ გნებავთ ეფექტი! – ის საზოგადოების ემოციურ ველს სწავლობს, გრძნობს და მასზე გადის!

ამ ეფექტის შედეგად დღეს მსოფლიოს ყველა წერტილში რიგით მოქალაქეს,  უმეტესობას ჯერა  რომ მასაც შეუძლია!

ომის მეოთხე დღეს როცა ბელორუსია ღიად ჩაერთო ომში, მისმა მმართველმა მოლაპარაკებებში მოდერატორობა შესთავაზა უკრაინას, როცა ყველა ზელენსკის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდა, პრეზიდენტი გამოვიდა და   კოლეგის ნაცვლად ბელორუს ხალხს მიმართ. უთხრა რომ  მთავარი ისინი არიან და სწორ მხარეს დგომა მათ უნდა გადაწყვიტონ! არადა რამდენი ხანია იმ ხალხისთვის არავის უთქვამს,  რომ მათ შეუძლიათ საკუთარი ბედი გადაწყვიტონ, მხოლოდ უნდა უნდოდეთ!

ზელენსკი ერთპიროვნულ გულზე მჯიღისცემას არსდროს ავლენს, მაშინაც კი როცა მას როგორც პერსონას ემუქრებიან,  მტრის ნომერ პირველ სამიზნედ აცხადებენ და  უარს ამბობს აშშ-ს შეთავაზებაზე  დატოვოს უკრაინა. ასეთ დროსაც,   კადრშიც არა მარტო,  არამედ გუნდთან ერთად ჩნდება,  ამბობს –  არსად არ წავსულვარ,  მეც აქ ვარ და გუნდიცო. მოკლედ ისევ ყველა ერთად ვართ და რაც მთავარია თქვენთან მოსახლეობასთან ერთადო!   

ომის პირველ დღეებში არც იმის აღიარება   გაჭირვებია რომ უკრაინა ვერაგ მტერთან პირისპირ მარტო აღმოჩნდა. ეს ყვლაზე დიდი „ემოციური ველის“ გაშლა  იყო:  

თქვა რომ საფრთხე დიდია –  გულწრფელობა გამოჩნა, რაც საზოგადოებას უყვარს ბუნებრივია;

თქვა რომ მაინც არ დაიხევს უკან და სამშობლოს არ დაუთმობს – თავდადება და პატრიოტიზმი,  მით უფრო მაღალი თანამდებობის პირისგან და აშკარა საფრთხისას საზოგადოებისთვის მისაღებია, მეტიც აღმაფრთოვანებელი და სამაგალითო;

თქვა  თქვენი იმდეი მაქვს უკრანილებოო- აი ეს კი მათდამი ნდობის გამოხატულება იყო,  ყველასთან შედარებით მათი უპირატესობის აღიარება და  შესაბამისად სტიმული;   

ეს ურთიერთობა, ემოციური და ფიზიკური თანადგომა, ყველა როგორც ერთი, ინფორმირებულობა და ინფორმირება –  ყველაფერი  ერთად „ზელენსკის ის ფაქტორია“ რომელმაც მოსახლეობას საოცარი მუხტი მისცა. ეს სტიმული და გენეტიკური  კოდი ერთად ამ ეტაპზე მსოფლიოს უკეთესებოსკენ შეცვლის კოდია.  

ჰო გენეტიკა ვახსენეთ და ბარემ  ესეც ვთქვათ.  ზელენსკი უკრაინაში ებრაულ ოჯახში დაიბდა 1978 წელს, მისი ბაბუა მეორე მსოფლიო ომის დროს  წითელი არმიის სამხედრო იყო, დიდი ბაბუა კი ჰოლოკოსტის დროს მის სამ ძმასთან ერთად მოკლეს. ომის თავისებური ანატომია ოჯახის ისტორიაშიცაა.

ზელენსკი ჩაცმითაც ურთიერთობს – სახალხოა, მისი სამხედრო ფორმაც „გადპრანჭვის“ გარეშეა! მისი ვიზუალი ყოველ ჯერზე ყვება რომ ის თავდაჯერებული გულანთებული ბიჭია, „მოქალაქე  პრეზიდენტი“, მაისურიანი და  ბოლო დღეებში  წვერ გაუპარსავი,  როგორც უმეტესობა უკრაინელების.

მოკლედ „ზელე“ საჯაროდ საზოგადოების ენაზე ლაპარაკობს   და მსოფლიოს მაღალ პოლიტიკურ წრეებს საზოგადოების მხარდაჭერით, ენით და მოტივაციით ესაუბრება  – ესაა მისი ფაქტორი !

დღეს მისი  ამ სახალხოობის და  „უბრალოების“  დემონსტრირება მისმა დედამაც მოახდინა. როცა მას კითხეს რას გრძნობს როცა მისი შვილი ახლა  მსოფლიოს აღიარებულ,  ღირსეულ ლიდერად იბადება,   რიმა ზელნსკამ თქვა  რომ მისი მეორე შვილი ექიმია! მოკლედ ამ ოჯახში იციან რომ პრეზიდენტი მოქალაქეა, მოქალაქე  კი პრეზიდენტი,  ომში ყველა მეომარია და ახლა ყველა უკრაინელი ღირსეული მეომარი-პრეზიდენტი-მოქალაქეა!

პოლიტიკოსები ხშირად, იმის გამო   რომ საზოგადოება დიდ პოლიტიკურ საქმეებში  ღრმად და პროფესიულად ვერ ერკვევა,   დიპლომატიის ფარგლებში ფუთავენ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ზელენსკიმ  ევროპის კარის გასაღები სამხედრო საველე ფორმაში, ტომრების ფონზე გააფორმა! უჰალსტუხოდ, უბრლაოდ  – დიახ,  ევროპელი ხო ყველა მოქალაქე უნდა გახდეს ის ბოშაც,  მისი „როლი“ საოცრად რომ შეასრულა და ტრაქტორით ტანკი გაიტაცა!  

ყველას აქვს წარმატებაში როლი და ყველა ეს როლი მთავარი მესიჯი ხდება დიდ საინფორმაციო ომში!  ეს „თამაში“ გუნდურია,  ასწრებენ ყველაფერს, გუნდში მისი,  პრეზიდენტის ტიპაჟები არიან, მათ დამსახურებაზე ცალკე …… ამ ეტაპზე იმას დავჯერდეთ რითაც თავად  „ზელე ამაყობს –  მის „არმიაში“  კარგი ტიპია ყველა!

„ზელენსკის  ეფექტი“ – საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირი –  ცხადყოფს რომ, კრიზისის მართვა  ასე უფრო ეფექტურია,  ეს ხელს არ უშლის დიდი და გლობალური პოლიტიკის კეთებას, პირიქით იცი ყველა,  ესეიგი იცი ყველას მდგომარეობა, ჩართულია ყველა  –  ყველას აქვს „როლი“! –  და  „გადაღებასაც“ ვეღარაფერი უშლის ხელს!  თუ როლში არ შეხვალ (მცირე გამონაკლისებია – იმარადიორებ და მოღალატე იქნები),  „სერიალს“- ყველაფერს გარეთ დარჩები ……….   რატომ უნდა მოგინდეს ეს ? მაშინ როცა,   მსოფლიოს სრული ყურადღების ცენტრში მყოფი  ქვეყნის  მთავარი მესიჯები რიგითების  აქტივობით იწერება!  

დღეს ხომ დედამიწაზე ყველაზე დიდ აგრესორს,   შენი თანამოქალაქის – ჯარისკაცის ენით აგზავნის ყველა,  იქ სადაც რუსული გემი გაუშვა , ჰოდა თუ არ გინდა აქ  „ამ სერიალში“ მაშინ მეც გეტყვი  – „Иди на хуй русский корабл!“

ზელენსკი უკრაინის მე-6 პრეზიდენტია, მისი და მისი ქვეყნის ისტორია ახლა ადგილ-ადგილ ზრაპარივითაა, დამთხვევებით, ემოციებით, გამბედაობით და ალეგორიებით.  ამიტომაც 5 დღეში რომანტიზების მოყვარულები მსოფლიო საზოგადოებიდან   ამ ამბებში აქტიურად არიან ჩართული – ეს ხომ პოლიტიკაზე მეტია! – ესაა „ზელენსკის ეფექტი“ !   

ომი ყველაზე საშინელი პროცესია, ტკივილი  ეტყობა ყველას,  ყველაფერს  და  პრეზიდენტის რამდენიმე დღის გაუპარსავ სახესაც – მაგრამ, ეს სხვისი წამოწყებული აგრესია ახლა მოცემულობაა, მწარე რეალობა, გარდასაქმნელი  უკეთს მომავალად! მსოფლიოს  კი  ხელშესახები  უკეთესი რეალობა ენატრება. მით უფრო, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პანდემიით დაზაფრული სამყარო გამოსავალს ეძებს, მობეზრებული აქვს გავლენიანების უშედეგობა და ახალ ეფექტურ  შედეგს ახლა  „ზელეს“ და მისი უკრაინისგან ელოდება!    

მოკლედ,  მთავარი ამბავი ისაა,  რომ ზელენსკიმ მისი პოლიტიკური გეგმები,   ხალხის როლს მიაბა და არა პირიქით.  ამ დიდ და მწარე რეალურ „სერიალში“  ყველას „მისცა“ როლი, ყველას ვინც გადასაღებ მოედანზე ან ეკრანს მიღმა მოხვდა.  ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცებსაც   კი, ჰო მათთვის შექმნა საკომუნიკაციო არხი მშობლებთან, ოჯახებთა საკონტაქტოდ, რაც სხვებისთვის  აგრესიაში მონაწილეობის   დემოტავატორის „როლია“!  

 ურთიერთობა ყველასთან,   ესაა „ზელენსკის ფაქტორი“ ! „როლი“ რომლის  მთავარი სცენებიც ჯერ კიდევ წინაა ……..